„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს განუცხადა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიტაცებულ რეგიონებზე. ჩვენი პოლიტიკური ამბიცია უნდა მდგომარეობდეს არამხოლოდ იმაში, რომ ეს რეგიონები ეფექტურად ჩავრთოთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში, არამედ იმაში, რომ გარდავქმნათ და საბოლოოდ გადავჭრათ ის კონფლიქტები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია, ჩრდილი მიაყენეს ამ რეგიონებს. ყველა მონაწილემ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამ გზაზე წინსვლისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს.
შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა .
სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.