ცნობილია, რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2006-2022 წლებში

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2006 წლიდან (კომერციული მიწოდების დაწყებიდან) 2022 წლის ბოლომდე, 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა. 

BTC-მ მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, ხოლო 2022 წელს 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი.

აღსანიშნავია, რომ BTC ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის.

მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო და 2005 წლის 18 მაისს მილსადენი ნავთობით დაიტვირთა.

BTC Co-ს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად 2002 წლის პირველ აგვისტოს შეიქმნა, აქციონერები არიან: BP (30,1 პროცენტი), სოკარი (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TRAO (6 ,53 პროცენტი), Eni (5,0 პროცენტი), TotalEnergies (5,0 პროცენტი), Itochu (3,4 პროცენტი), INPEX (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC Videsh (2,36 პროცენტი).