გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის დროა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტებისა და Leopard-ის ტანკების მიეწოდება მნიშვნელოვანია.

„პუტინი ფსონს მეტ შეფერხებაზე დებს. მან უნდა წააგოს ეს ფსონი. უკრაინამ ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემაზე მეტი დაიმსახურა.

ATACMS-ებისა და Leopard-ების გაგზავნის დროა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის სარაკეტო სისტემების გადაცემა სთხოვა იმ პირობით, რომ მათთან სამიზნეებს შეათანხმებენ.