ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა, უკრაინას კი მეტი იარაღი სჭირდება.
„დნიპროსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა.
მოვუწოდებ მოკავშირეებსა და პარტნიორებს: მოდით გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება იარაღი, მათ შორის ტანკები და საჰაერო თავდაცვა. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე“, - წერს კალასი.
ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა - 75. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.