აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ ამოტვიფრულია საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. თავისი მრავალმხრივი ნიჭის, პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი უნიკალური ატმოსფეროს წყალობით იგი ეპოქის სიმბოლოდ იქცა.
ვახტანგ კიკაბიძის მიერ შესრულებული როლები, დაწერილი სიმღერები თაობათა გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვახტანგ კიკაბიძე ჩვენი დიდი მეგობარი იყო.
მისი შემოქმედება უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, ხოლო მის პიროვნებას პატივს სცემდა და აღაფრთოვანებდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. გამოჩენილი ხელოვანისა და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში.
ვიზიარებ თქვენს ტკივილს, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.