უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დნიპროზე სარაკეტო იერიშის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს რუსულად მიმართა, რომ მათი „ლაჩრული დუმილი“ იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს „ტერორისტები მათაც მიაკითხავენ“ და დამცველი აღარავინ ეყოლებათ.
„მინდა ვუთხრა ყველას რუსეთში და მათ ვინც რუსეთიდანაა, ასევე მათ, ვინც ერთი სიტყვაც კი არ თქვა ამ ტერორზე, რომლის შესახებაც ყველამ მშვენივრად იცის და ხედავს. თქვენი ლაჩრული დუმილი, ამ ფაქტის გადალახვის მცდელობა დასრულდება იმით, რომ ერთ დღეს ეს ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება საკმაოდ მგრძნობიარეა ლაჩრობასთან მიმართებით, ბოროტება ყოველთვის გვახსენებს მათ ვისაც ეშინია და ცდილობს ვაჭრობას. და როცა ისინი მოვლენ თქვენთან არავინ დაგიცავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, 14 იანვარს დაბომბეს.