დნიპროში ნანგრევების დაშლა გრძელდება. მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მთელი დღის განმავლობაში ვეცნობოდი დნიპროდან მიღებულ ანგარიშებს. იქ კორპუსის ნანგრევებში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ყველა სამსახური ადგილზეა. მინდა მადლო ვუთხრა ყველას, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 30 ადამიანის ბედი უცნობია.
ნანგრევებიდან 10 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა. აქედან 7 ბავშვია.
ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა - 75. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.