ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების ერთადერთი გზა არის დასავლელი მოკავშირეების მიერ მეტი იარაღის გაგზავნა რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ორშაბათს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დასავლეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია ომის დასრულებაზე და არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა, გაყინული კონფლიქტი უფრო შესაფერისი იყოს ამ სიტუაციაში, რასაც მე სრულიად არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, უკრაინელებისთვის საჭირო იარაღის გაგზავნა ზოგიერთი ქვეყნისთვის მთავარი დაბრკოლებაა“.
კითხვას, უნდა გააკეთონ თუ არა გერმანელებმა მეტი უკრაინისთვის, ლანდსბერგისმა დადებითად უპასუხა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ შეიძინა გერმანული წარმოების ტანკები.
შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნიან. 16 იანვარს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა გამოაცხადა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების პაკეტი რუსეთთან ომში მისი წარმატების დასაჩქარებლად.