ირანი და რუსეთი რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ირანმა და რუსეთმა რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რკინიგზა 3 წელიწადში უნდა აშენდეს.

ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილე შაჰრიარ აფანდიზადე აცხადებს, რომ რეშტ-ასტარის სარკინიგზა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია.  

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის 162 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება, რომელიც ბანდარ აბასიდან რეშტამდე და რეშტიდან ასტარამდე გადის და აზერბაიჯანის გავლით ირანს რუსეთთან და ჩრდილოეთ ევროპასთან აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ამ მარშრუტის აქტიური  განვითარება ახლა დაიწყო.