თუ გერმანია კიევისთვის ტანკების მიწოდებას არ დაეთანხმება, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ პირობა დადო, რომ შეიქმნება „მცირე კოალიცია“ ქვეყნებისა, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინას Leopard 2 ტიპის ტანკები და სხვა აღჭურვილობა მიაწოდონ.
ამასთან, მან გერმანიის პოზიციას მიუღებელი უწოდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ.
დასავლური საბრძოლო ტანკები, განსაკუთრებით გერმანული წარმოების მძლავრი „ლეოპარდები“, უკრაინას ტექნოლოგიური აღჭურვილობის უპირატესობას მისცემდა. რუსეთი ძირითადად ძველ საბჭოთა მარაგზეა დამოკიდებული.