ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებები გვაჩვენებს სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებს, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის მთავრობაში და მაღალჩინოსნებში მიმდინარე საკადრო წმენდაზე.
"ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებები გვაჩვენებს სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებს... არავითარი "დახუჭული თვალები." ომის მიმდინარეობისას ყველას უნდა ესმოდეს მისი პასუხისმგებლობები. პრეზიდენტი ხედავს და უსმენს საზოგადოებას და ის პირდაპირ პასუხობს საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს - სამართლიანობა ყველასთვის", - წერს პოდოლიაკი.
უკრაინული მედია იუწყება, რომ საომარი მოქმედებების ფონზე, 2022 წლის ბოლოს, სიმონენკო შვებულების დროს ესპანეთში გაემგზავრა.
სიმონენკო გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე 2020 წლის 27 მარტიდან იყო.
- ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა