გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ევროპელი ლიდერები და დიპლომატები გამოეხმაურნენ.
„მადლობა კანცლერ ოლაფ შოლცს. „ლეოპარდების“ შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისთვის წინგადადგმული ნაბიჯია რუსეთის შესაჩერებლად. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
„საფრანგეთი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, რომელიც განაგრძობს და აძლიერებს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ AMX10 RC-ების მიწოდებით დავიწყეთ“, - ნათქვამია ელისეის სასახლის პრესსამსახურის განცხადებაში.
„მნიშვნელოვანია რომ გერმანიამ მოკავშირეებს ტანკების გადაცემის უფლება მისცა“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.
„ეს არის NATO-ს და მოკავშირეების მართებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ძირითადი საბრძოლო ტანკები გადასცენ. Challenger 2-ის ტიპის ტანკებთან ერთად ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი.
გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.