მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
აშშ-ში 25.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 7.81%-ს შეადგენს. აშშ-ის ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.64%-ს შეადგენს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.
ევროკავშირში კი ვაქცინაცია 10.1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეისყიდის, რაც კონტრაქტით გათვალისწინებული დოზებს ორჯერ აღემატება.
ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 47%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 25 და 11%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.