თურქულმა ავიაკომპანია Havaş-მა, „აეროფლოტთან“ თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ განაცხადა

თურქულმა კომპანია Havaş-მა, რომელიც თვითმფრინავების სარემონტო და ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს, Aeroflot-თან თანამშრომლობის შესაძლო  შეწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება RBC TV.

Havaş-ი თვითმფრინავებს 29 ქვეყნის 90 აეროპორტში და კონკრეტულად თურქეთში - სტამბულში, ანკარასა და ანტალიაში, ასევე რამდენიმე სხვა საჰაერო ნავსადგურში ემსახურება.

კომპანიის ხელმძღვანელის, მეტე ერნას წერილში აღნიშნულია, რომ რუსული ავიახაზების 170-ზე მეტ თვითმფრინავს, ასევე ნელორუსის 7 და ოთხ ირანულ თვითმფრინავს შესაძლოა, მომსახურებაზე უარი უთხრას.

გარდა ამისა, Havaş-ის წერილში ნახსენებია Boeing 787 Dreamliner-ი და Gulfstream G650-ის ტიპის საქმიანი თვითმფრინავები, რომლებიც ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. მაგრამ მეწარმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აბრამოვიჩს არ აქვს თვითმფრინავები თურქეთში.

მანამდე ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნერადკომ თქვა, რომ ანტირუსული სანქციების მიუხედავად, რომლებიც კრძალავს ქვეყანაში დასავლური თვითმფრინავების მიწოდებას, ზოგიერთ რუსულ ავიაკომპანიას აქვს „წინაპირობები“ რათა ავიალაინერები მეორად ბაზარზე შეიძინოს.