NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 18%-ს საკვებზე ფული არ ჰყოფნის.
შეკითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, პასუხები ასე გადანაწილდა:
ფული არ გვყოფნის საკვებზე - 18%;
ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე - 35%;
ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები - 36%;
საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა - 7%;
საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება - 2% არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%
ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა.
NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.