მაშველებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, შენობის ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს.
18 წლის მუჰამედ კაფერი ნანგრევებიდან ადიამანის პროვინციაში ამოიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, მუჰამედ კაფერი მესამე ცოცხალი ადამიანია, რომელიც მაშველებმა სამშაბათს ნანგრევებში ნახეს. მანამდე მათ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.