ახალი მონაცემების თანახმად, 2022 წელს თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მიმართა ევროკავშირში საერთაშორისო დაცვას, რამაც თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მიიყვანა იმ დონემდე, რაც არ ყოფილა 2015-2016 წლების ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ განაცხადა, რომ გასულ წელს 966,000 თავშესაფრის მოთხოვნა შევიდა ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ასევე ნორვეგიასა და შვეიცარიაში, რაც 50%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს არ მოიცავს 4 მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს, რომლებსაც დროებითი მფარველობის ქვეშ არიან.
ევროპულმა სააგენტომ ეს ზრდა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების, სასურსათო დაუცველობის გაზრდას და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კონფლიქტებს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა ევროკავშირში ლეგალურად შედის, ძირითადად, თვითმფრინავით სამგზავრო ვიზებით, ზოგიერთმა ასევე გადაკვეთა ევროკავშირის სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ნებართვის გარეშე, ძირითადად დასავლეთ ბალკანეთისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით.