ელექტროენერგიის ექსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღეს ჩვენი საექსპორტო სიმძლავრე შეზღუდულია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის წამყვან კომპანიებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რამდენადაც მახსოვს, მაქსიმუმ, 1000 მეგავატი ან შესაძლოა, 1500 მეგავატი იყოს გადაცემის სიმძლავრე საქართველოსა და თურქეთის გავლით. ორივე ქვეყანაში, საქართველოშიც და თურქეთშიც სიმძლავრის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა იყოს დამატებითი ინვესტიციები, რათა გაფართოვდეს ექსპორტის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ალიევმა.