სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. იტყობინება Reuters-ი 12 აპრილს სავარაუდოდ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
დოკუმენტში, სახელწოდებით „ევროპა|პასუხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტზე", სავარაუდოდ ჩამოთვლილია 38 ევროპული სახელმწიფოს პოზიციები უკრაინის სამხედრო დახმარების თხოვნაზე. ამ მიმართვაზე პასუხები აჩვენებს, რომ სერბეთმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, აიღო ვალდებულება, იარაღის მიწოდებაზე ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება.
ამავე დოკუმენტების თანახმად, სერბეთს ასევე აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, რომ მომავალში უკრაინას იარაღი გაუგზავნოს.
დოკუმენტს ეწოდა Secret და NOFORN, რომელიც კრძალავს მის გავრცელებას უცხოურ სპეცსამსახურებსა და სამხედროებს შორის, იტყობინება გამოცემა. დოკუმენტი დათარიღებულია 2 მარტით და დალუქულია გაერთიანებული შტაბის უფროსების მიერ, წერს Reuters.
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ოფისი და უკრაინის საელჩო კომენტარს არ აკეთებენ.
სერბეთი ტრადიციულად რუსეთის მოკავშირე იყო. თუმცა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
სერბეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. Reuters-ის მიერ მოპოვებული სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში სოციალურ მედია ქსელში (Discord) გამოჩნდა.
მას შემდეგ პენტაგონმა გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს მათი წყარო.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტი შეცვლილი იყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და New York Times-ი იტყობინებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბევრი დოკუმენტი ნამდვილია. უკრაინამ, თავის მხრივ, უარყო გაჟონილი ფაილების ნამდვილობა და მას რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.