ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქსში ორ სამოქალაქო ობიექტზე ხანძრები იყო. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი არ აკონკრეტებს, რომელ ობიექტზეა საუბარი. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და ხანძარი ლიკვიდირებულია.
ზოგიერთი წყარო წერს თბოელექტროსადგურზე შეტევის, ზოგიც კი ქვესადგურზე შეტევის შესახებ.
გარდა ამისა, რუსული წყაროების უმეტესობა დრონს უკრაინულს უწოდებს.
11 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიეს.