გამოცემის ცნობით, გამოვკლევის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად ბრიტანული პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ 74.6%-თ ეფექტურია.
კვლევის წინასწარი შედეგებით, მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ხუთივე პრეპარატი ასევე ეფქტურია ახალი შტამის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მუტაციას შეუძლია პრეპარატების ეფექტურობა საკმაოდ დაწიოს, რის გამოც ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფი იმუნიზაცია სჭირდებათ.
ოქსფორდის მეცნიერები ვაქცინის ცდებში მონაწილე მოხალისეების ცხვირის ნაცხს რამდენიმე თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა პრეპარატის ეფექტურობაში დარწმუნებულიყვნენ.
AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაშვებული, თუმცა არა აშშ-ში, სადაც ამერიკული მარეგულირებელი საცდელი ფაზის დეტალებს ელის.
NY Times-ის ცნობით, FDA 30,000-მდე მოხალისე ამერიკელზე ჩატარებული პრეპარატის გამოცდის პასუხებს თვის ბოლოსკენ მიიღებს. ბრიტანულ კომპანიას იმედი აქვს, რომ პრეპარატის უსაფრთხოებაში FDA-ის დასარწმუნებლად ყველა საჭირო მონაცემს წარადგენს.
ბრიტანულ ვაქცინას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან მიწოდების პრობლემა შეექმნა. ამავდროულად, ევროკავშირის რამდენიმ წევრი ქვეყანა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ბრიტანული ვაქცინის გეკეთებას არ აპირებს.