რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.
"ხანძარი საცავის ორ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა და ფართობი დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრია. დაიწვა და დაზიანდა ნავთობის ოთხი ტანკერი", - განაცხადა ქალაქის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.