უკრაინა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებს, რადგან რუს და ბელორუს სპორტსმენებს ასპარეზობის უფლება მისცეს

უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გადაწყვიტა, ბოიკოტი გამოუცხადოს ძიუდოში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 7-13 მაისს ყატარში, დოჰაშია დაგეგმილი.

შესაბამისი განცხადება უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი დუბროვამ გააკეთა.

უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მიეცათ. 

დუბროვას თქმით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) არც კი შეუმოწმებია ძიუდოის მსოფლიო ჩემპიონატზე მსურველი სპორტსმენები და მათ შორის ცსკა-ს არაერთი წევრია.