როგორ აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები 29 აპრილს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებელის, დიმ ლოგანის განცხადებით, საარჩევნო პროცესს ქუთაისში, ექვს ლოკაციაზე აკვირდებოდა. მისი თქმით, არჩევნები მაღალ დონეზე წარიმართა და უზრუნველყოფილი იყო მშვიდი პროცესი. ამასთან, აშშ-დან დამკვირვებელმა ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტზე გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც 29 აპრილს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ, მედიასთან განცხადება გააკეთეს.

„მქონდა შესაძლებელობა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჩემს კოლეგებთან ერთად, დავკვირვებოდი საარჩევნო პროცესს ქუთაისში, ექვს ადგილას. მსურს, გაგიზიაროთ, რომ საპილოტო პროექტი, რომელიც განხორციელდა ამ არჩევნებისთვის, იყო ძალიან წარმატებული. ბევრი რამ, რაც გავარკვიე პროცესის განმავლობაში, აჩვენებს, რომ კომისიამ შეძლო ტექნოლოგიის გამოყენება წინასწარი შედეგების გამოცხადებისთვის.

ამავე დროს, უზრუნველყოფდა შესაბამის საპირწონე ბალანსს ფიზიკური ბალანსის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული შემოწმებით. მჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს გამჭვირვალობის მიმართ ერთგულებას. ვფიქრობ, ეს იყო შესაბამისი პროცესის პილოტირებისთვის ამ მცირემასშატაბიან არჩევნებზე საერთო არჩევნების წინ. ამან მისცა კომისიას შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ ახალ პროცედურებს და გამოეყენებინათ ტექნოლოგია.

ძალიან შთამბეჭდავი იყო არჩევნებისთვის წინასწრი სამზადისი. იყვნენ პროფესიონალი თანამშრომლები, იყო წარმატებული საწვრთნელი პროცესი, ამომრჩევლების ყოვლისმომცველი ინფორმირება და მინდა, შევაქო თანამშრომლები მათი ერთგულებისთვის. საარჩევნო პროცესი იყო ძალიან მაღალი დონის და უზრუნველყოფილი იყო მშვიდი პროცესი“, – განაცხადა დიმ ლოგანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


კიდევ ერთი დამკვირვებელის, ჯონ ჰოლინსის შეფასებით კი, არჩევნები დაიგეგმა და განხორციელდა პროფესიონალურ დონეზე.

„მსურს, მადლობა ვუთხრა კომისიას, თავმჯდომარეს და განსაკუთრებით გუნდს, რომელმაც ჩაატარა ეს არჩევნები. ეს ფენომენალური იყო. ჩვენი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები დაიგეგმა და განხორციელდა პროფესიონალურ დონეზე. იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი.

ამ არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაგეგმვა და მართვა იყო ეფექტური, საარჩევნო პროცესში ინტეგრირებული ტექნოლოგიების გამოწვევების ფონზე არჩევნები იყო წარმატებული. ეს შეეხება საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, ამომრჩეველთა ინფორმირებას. ყველაზე შთამბეჭდავი იყო საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი ეფექტურობა. წარმატებული დაგეგმვა ყველაზე ცხადი იყო ხმის მიცემის პროცესში, ასევე, თუ რამდენად სწრაფად გამოცხადდა წინასწარი შედეგები“, – აღნიშნა დამკვირვებელმა კანადიდან, ჯონ ჰოლინსმა.


სომხეთის ცესკოს წარმომადგენელის, ჰერმინე ჰარუტუნიანის თქმით კი, ახალი ტექნოლოგიები გააძლიერებს საზოგადოების სანდოობას არჩევნების მიმართ და ამბობს, რომ ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტი წარმატებული იყო.

„ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორი მასშტაბის სამუშაო შეასრულეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პროცესში ჩართულმა ქვედა დონის თანამშრომლებმა. შთამბეჭდავი იყო ცნობიერების ამაღლების კამპანიის მასშტაბი, თუ როგორ ჩატარდა საქათველოში არჩევნების მართვის კამპანია. არჩევნების დღეს, ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით ქუთაისში. ვაკვირდებოდით უბნების გახსნას, საარჩევნო პროცესს და ხმების დათვლას. შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორი მომზადებული არიან თანამშრომლები პროცესისთვის, ასევე, ამომრჩევლები, რომლებიც კარგად არიან ინფორმირებული. მსურს, ასევე ვთქვა, რომ მანქანის გამოთვლებსა და ხელით დათვლას შორის თანაბარი განსხვავებაა.

გვჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები გააძლიერებს საზოგადოების სანდოობას არჩევნების მიმართ. სომხეთი ამომრჩევლების მაიდენტიფიცირებელ მოწყობილობებს 2017 წლიდან იყენებს და ჩვენ აქ ვართ, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქართველ კოლეგებს, ჩვენი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა“, – განაცხადა ჰერმინე ჰარუტუნიანმა.