სერბეთის დედაქალაში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი ბავშვი.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა.
მომხდარის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.