სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა.
სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდასხმისას მოზარდმა, სავარაუდოდ, მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
"ორი ცეცხლსასროლი იარაღი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. ბიჭმა მოახერხა ორი იარაღისა და სამი მჭიდის ხელში ჩაგდება, რომელთაგან თითოეული 15 ტყვიით იყო სავსე", - აცხადებენ სამართალდამცველები.
თავდასხმასთან დაკავშირებით სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.