მიანმარში სამხედრო გადატრიაელებას ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს. მიანმარში დემონსტრაციები გაიმართა, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს და არჩეული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვს.
მიანმარში მსგავსი საპროტესტო ტალღა 2007 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ქვეყნის მასშტაბით ეს უკვე მეორე მასობრივი დემონსტრაციაა, რომელიც გადატრიალების წინააღმდეგ გაიმართა.
სამხედრო გადატრაილების ლიდერებმა გასული დღეებში ქვეყანაში სოციალური ქსელი, Facebook-ი დაბლოკეს, რათა დემონსტრანტებს ინფორმაციას სოციალური ქსელით არ გაევრცელებინათ.
„ჩვენ არ გვინდა სამხედრო ჩექმების ქვეშ ცხოვრება“, - აცხადებს 29 წლის დემონსტრანტი, რომელიც ქუჩაში თანამოაზრეებთან ერთადაა გამოსული.