სერბეთი უარს აცხადებს, რომ გამარტივებული პროცედურით მიანიჭოს ქვეყნის მოქალაქეობა რუსებსა და სხვა უცხოელებს, რომლებიც სერბეთში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინადრობის ნებართვით, ოფიციალურად მუშაობდნენ სერბულ კომპანიაში ან იყვნენ თვითდასაქმებულები, ნებართვა ეძლეოდათ მიემართათ სერბეთის ხელისუფლებისთვის მოქალაქეობის მისაღებად. ახლა სერბეთის პასპორტის მისაღებად, პირი ქვეყანაში სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა იყოს ნაცხოვრები.
ევროკომისიამ გააფრთხილა ბელგრადი, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სერბეთთან უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, გაუქმებულიყო და ამის მიზეზად ევროკავშირის უსაფრთხოების რისკები დაასახელა.