სუნაკი უკრაინას ჰპირდება, რომ დიდი ბრიტანეთი „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ მთავარი ნაწილი იქნება

დასავლეთისთვის უფრო მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდება რჩება ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. რიში სუნაკისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება „კოალიციის ქვეყნების ძირითადი ნაწილი", რომელიც უზრუნველყოფს ასეთ მხარდაჭერას.

გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების საბაზისო მომზადების ახალ პროგრამას დაიწყებს.

„ჩვენს ინტერესშია უკრაინის წარმატება“, - აღნიშნა სუნაკმა.


ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა.

უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში.

„ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.


შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას.

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს.

საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.