შვეიცარია უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს კომპანიებს, 100 მილიონ დოლარზე მეტის აქტივებს ართმევს - მედია

შვეიცარიამ უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს ანგარიშებიდან, 113 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივები ამოიღო.

თანხები კიევის რაიონულმა სასამართლომ, 2022 წლის 26 ოქტომბერს, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით დააყადაღა და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო შვეიცარიამ ხსენებული გადაწყვეტილება.

ბიურო შვეიცარიული მხარის დახმარებით იღებს ზომებს ჩამორთმეული თანხების გადაცემის მექანიზმის გამოსაყენებლად.


საფრანგეთის სასამართლო უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს ექსტრადირებაზე უარს ამბობს.


გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ Poltava Mining-ის ყველა საბანკო ანგარიში გაყინა. Poltava Mining-ი ოლიგარქ კოსტიანტინ ჟევაგოს Ferrexpo-ს ნაწილია.

ჟევაგოს 2019 წელს, Finance & Credit Bank-ში 113 მილიონი დოლარის გაფლანგვისა და გათეთრების ბრალდება წაუყენეს. 2021 წელს ის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში მოხვდა.

უკრაინული მედია წერდა, რომ საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.