2021 წელს ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში 8 მილიარდი კუბური მეტრი იყო, წელს ის 12 მილიარდი კუბური მეტრი გახდება, 2027 წლისთვის კი, 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწებს. განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვილნიუსში აზერბაიჯანულ-ლიტვის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება Trend-ი.
მისივე განმარტებით, ეს მინიმუმია, რადგან პოტენციალი არსებობს.
„არსებული საბადოებიდან უფრო მეტ ბუნებრივ აირს ვაწარმოებთ. ძალიან მალე გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან წარმოებას კასპიის ზღვის ერთ-ერთი დიდი საბადოდან. ასევე, განახლებად ენერგიაში ინვესტიციები საშუალებას მოგვცემს, დავზოგოთ ბუნებრივი აირი ექსპორტისთვის.
აზერბაიჯანი, როგორც ევროპის საიმედო მიმწოდებელი, დღეს ახორციელებს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის ექსპორტს. ვგეგმავთ წყალბადის, მათ შორის მწვანე წყალბადის ექსპორტს.
ეს ყველაფერი ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია და ჩვენ მადლობელნი ვართ ჩვენი ლიეტუველი მეგობრებისა და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც აზერბაიჯანის ძალისხმევისა და ევროკომისიის ძალისხმევის დაახლოებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბულგარეთში ვიზიტისას, გასული წლის მაისში განაცხადა, რომ დაგეგმილია სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოება ევროპაში გაზის დამატებითი ექსპორტისთვის. ასევე წყალბადის ექსპორტი. გარდა ამისა, დაგეგმილი სხვა „მწვანე“ ენერგიის წარმოება და ექსპორტი.
- აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, აბუ დაბიში ქარისა და წყალბადის ოფშორული პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ
- ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები წყალბადის დერეფნის პროექტზე შეთანხმდნენ