საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
- NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში
- ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.