თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. 
 
ხმის მისაცემად 64,1 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 14 მაისის არჩევნებზე, მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,5% მიიღო.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ,ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 44.89% დააგროვა.