ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მშენებლობის ტემპის დაჩქარების მიზნით, საჭირო ზომები მიიღება, რათა ტვირთების გადაზიდვის პოტენციალი გაიზარდოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზაში აცხადებენ. ინფორმაციას Trend-ი ავრცელებს.
რკინიგზამ (BTK) ახალი კონტრაქტორები მიიზიდა, რომ სარემონტო და სამშენებლო სამუშაო დაჩქარდეს და პროექტი რაც შეიძლება მალე დაასრულონ საქართველოზე გამავალ BTK მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 183 კმ-ს შეადგენს და რომელიც ხასიათდება რთული გეოგრაფიული რელიეფით.
მიმდინარე სამუშაოე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვაში.
ამჟამად სარკინიგზო ხაზები სრულად ელექტრიფიცირებულია, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ძირითადად დასრულებულია, 12 სადგურზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგებაზე, საკომუნიკაციო და განგაშის ტექნიკის დამონტაჟებაზე.
კომპანიის ინფორმაციით, ამ საქმიანობების უმოკლეს ვადაში დასრულების მიზნით, მაისის შუა რიცხვებიდან ხაზზე დროებით შეიზღუდა ტვირთების გადაზიდვა.
BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.
BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).
ასევე წაიკითხეთ:
-
თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს
-
ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია
-
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე
-
რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე