ბაიდენი ერდოღანს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისა და შვედეთის საკითხებზე ესაუბრა - Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს გამოთქვა მზადყოფნა, შეიძინოს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შეერთებული შტატებისგან. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტად ხელახლა არჩეულ ერდოღანს ესაუბრა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, ანკარამ უარყოს თავისი წინააღმდეგობა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან მიმართებით. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისივე თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, ბაიდენმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებმიულოცა.

ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.