თურქეთის პრეზიდენტმაm რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყობინება, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე აფეთქების ობიექტური გამოძიების მნიშვნელობას.
ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა, შესაძლო წვლილი შეიტანოს კომისიის ფორმირებაში, რომელშიც შეიძლება, ექსპერტები შევიდნენ როგორც რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან და თურქეთიდან.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების საკითხს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
- ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა
- თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი
ინფორმაციისთვის, დღესვე ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა.