ჩინეთი მზადაა, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნო. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩინეთი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი კახოვკის ჰესის კაშხლისა განადგურებისა და მისი „ჰუმანიტარული, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგების“ გამო, „სერიოზულად არის შეშფოთებული“.
პეკინის შეფასები, შექმნილ ვითარებაში ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტია „დაზარალებული ტერიტორიების მცხოვრებლების გადარჩენა და სტიქიურ უბედურებებზე ადეკვატური რეაგირება“.
- ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი