იაპონია კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად, $5 მილიონს გამოყოფს

იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 5 მილიონი დოლარის გადაუდებელი დახმარება გაუწიოს სამხრეთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად დაზარალდნენ.
 
უკრიანული მედიის თანახმად, გადაწყვეტილების შესახებ კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მაცუნო ჰიროკაზუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

  ასევე წაიკითხეთ:

კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.