უკრაინული მედიის თანახმად, რომელიც The Air Current-ს ეყრდნობა, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც CR929-ის ტიპის ფართოკორპუსიანი თვითმფრინავების შექმნას ითვალისწინებდა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირმა რუსეთისთვის თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდება აკრძალა. ასევე აკრძალა მათი ტექნიკური მომსახურება და დაზღვევა. შეერთებულმა შტატებმა შეზღუდა საავიაციო პროდუქტების ექსპორტი და სანქციები დაუწესა რუსეთის ავიახაზებს.
საგულისხმოა, რომ ყოფილიყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ, რუსეთისთვის პირველი ასეთი პროექტის განხორციელების გზაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის ბედი გაურკვეველი იყო, რადგან ჩინეთს სურდა ჩამოერთმია მოგება რუსეთისთვის ჩინეთის ბაზარზე და მხოლოდ 70%-იანი წილი დაეტოვებინა მისთვის სხვა ბაზრებზე, სადაც Airbus-ისა და Boeing-ისთვის მოუწევდა კონკურენციის გაწევა.
რუსეთმა ჩინეთს სათადარიგო ნაწილების საკუთარი მწარმოებლები შესთავაზა, მაგრამ პეკინმა დასავლელ მიმწოდებლებს მიმართა. მათ აშშ-სა და ევროპაში ფრენისას უფრო მეტი საიმედოობის უზრუნველყოფა შეუძლიათ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან ახალი CR929 თვითმფრინავის წარმოების შესახებ, 2014 წელს, პეკინში ვიზიტის დროს მოაწერა ხელი.
ეს არის ყველაზე დიდი შეთანხმება ჩინეთსა და რუსეთს შორის საავიაციო მრეწველობაში. მისი ღირებულება 50 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. პროექტს United Aircraft Corporation და China Commercial Aviation Corporation-ი ამუშავებენ.
CR929-ის პირველი ფრენა 2025 წლისთვის, მოდელის ექსპლუატაციაში გაშვება კი, 2028 წელს იგეგმება.