გერმანულმა კონგლომერატმა Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას ნიდერლანდების სახელით Leopard 2A4-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის.
კონტრაქტი ასობით მილიონი ევროს ღირებულებისაა და ტანკების მიწოდება უკრაინელი სამხედროებისთვის 2024 წლის იანვარში დაიწყება.
მიწოდება მომავალ წელს დასრულდება. ეს არის Leopard 2 A4, რომელიც Rheinmetall-მა სხვადასხვა ქვეყნის მარაგებიდან შეიძინა.
ნიდერლანდებმა და დანიამ უკვე განაცხადეს 2023 წლის აპრილში, რომ ტანკებს ერთობლივად შეიძენდნენ.
უკრაინულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ წერდა, კიევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მიიღებდა. მათივე თანახმად, Rheinmetall-ის მიერ მიწოდებას დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ.