ჯო ბაიდენი Covid19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ინფორმაციის დეტალურად შესწავლას გეგმავს

ჯო ბაიდენი Covid19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ინფორმაციის დეტალურად შესწავლას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებ თუ არა ჩინეთის „დასჯას“ იმის გამო, რომ მათ Covid19 -ის შესახებ სათანადო ინფორმაცია მსოფლიოს დროულად არ გააცნეს. ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე ხელმისაწვდომი ყველა ფაქტითაა დაინტერესებული.

„ყველა ფაქტით დაინტერესებული ვარ“, - განაცხადა ბაიდენმა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ვაშინგტონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის დეტალურ განხილვას აპირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანში სამეცნიერო გამოძიებას 27 იანვრიდან აწარმოებდნენ.

ექსპერტთა ჯგუფს რამდენჯერმე უარი უთხრეს ჩინეთში შესვლაზე.