ჩინეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 52.2 გრადუსი დაფიქსირდა.
ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სინძიანის რეგიონის სოფელ სანბაოს მეტეოროლოგიურმა სადგურმა 16 ივლისს 19:00 საათზე ტემპერატურის პიკი - 52,2 გრადუსი დააფიქსირა.
წინა რეკორდი 2017 წლის ივლისში (50.6C დაფიქსირდა).
შეგახსენებთ, რომ ევროპაშიც ძლიერი სიცხე ფიქსირდება. მაგალითად, ათენში აკროპოლისი დაიკეტა. იტალიაში კი, განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.