აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, აღარ დაესწროს აგვისტოში, იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის გაუარესებაზე მოწმობს.
მილერის თქმით, კრემლის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულ პირად იქცა.
„არ არსებობს საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ავტორიტეტი მსოფლიოში მნიშვნელოვნად შერყეულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია. ის საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყული პირია და მას დაკავების ეშინია", – აღნიშნა მილერმა.