უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია შავის ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისა და მდგრადი მუშაობისთვის."
„სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან.
განვიხილეთ ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულება და შემდგომი ნაბიჯები უკრაინის NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასებები შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და რისკებზე, რომლებიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.
გარდა ამისა, განვსაზღვრეთ პრიორიტეტული და სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია შავის ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისა და მდგრადი მუშაობისთვის," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.