პოდოლიაკი: უკრაინას სჭირდება 10-12 Patriot-ის სისტემა, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას

უკრაინას სჭირდება 10-12 Patriot-ის ტიპის სისტემა ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ოდესაზე ბოლო დარტყმებმა აჩვენა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება სწორი იყო როგორც ეკონომიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით.

უკრაინის პრეზიდენტმა 28 ივლისს განაცხადა, რომ სახელმწიფო ეძებს გზებს ოდესისა და მთელი სამხრეთის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.


 ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია.

შეგახსენებთ, ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რადენიმე დღის წინ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.