პეკინი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისკენ მოუწოდებს

პეკინი აცხადსებს, რომ მისასალმებელი იქბება საქართველოს მიერ ხარისხიანი პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის გაფართოება, ამასთან, პეკინი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტს ეხება.

„მხარეებმა უნდა დაგეგმონ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე და ხელი შეუწყონ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მყარ და სტაბილურ განვითარებას; უზრუნველყონ იმპულსი ორივე ქვეყნის განვითარებისათვის,“ - წერია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 28 ივლისს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერს Reuters-მა ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს პეკინი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, რაზეც უწყების სპიკერმა პასუხს თავი აარიდა შემდეგი ციტატით: „საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გამოვაქვეყნეთ.“


უფრო ვრცლად, რას გულისხმობს ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას: საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი


საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან.

როგორც ცნობილია, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.