აზერბაიჯანი და რუმინეთი „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარების მიზნით, პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, 27 ივლისს პარვიზ შაჰბაზოვი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს, სებასტიან ბურდუჯას შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში კავშირების მრავალმხრივ და ინტენსიურ განვითარებას.

ასევე, ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯან-რუმინეთის ენერგეტიკული პარტნიორობისთვის კასპიის ზღვა-ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელობა.

ბურდუჯამ რუმინეთში SOCAR-ის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხსენებული საქმიანობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც კავკასიის რეგიონიდან ევროპაში ენერგეტიკული „ხიდების“ მშენებლობას ითვალისწინებს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი. დაგეგმილია 1000 მგვტ სიმძლავრის და 1195 კილომეტრის სიგრძის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის აშენება. ამკაბელით აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთს მიეწოდება, შემდგომ უნგრეთსა და დანარჩენ ევროპას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება.

ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშო უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.