CNN: საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრების შემდეგ, პეკინი მოსკოვს არწმუნებს, რომ უკრაინის ომში „მიუკერძოებელი“ რჩება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც პეკინის წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი და რუსეთი სანდო, კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან.“

უკრაინასთან დაკავშირებით, უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაიცავს „დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას" და გეგმავს აქტიურ ადვოკატირებას სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტისთვის.


უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთი დაიცავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას, დააფიქსირებს ობიექტურ და რაციონალურ ხმას, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და შეეცდება, მოიძიოს პოლიტიკური გადაწყვეტა ნებისმიერ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა სპიკერმა.

ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა.