- რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი 14 აგვისტოდან საერთაშორისო წვრთნებს - Deployex დაიწყებს
წვრთნების მიზანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო ჯგუფის ჯარების და აღჭურვილობის სწრაფი განლაგების უზრუნველყოფა. ასევე, წვრთნები ხელს უწყობს NATO-ს საბრძოლო ჯგუფში შემავალი ძალების თავსებადობის დონის ამაღლებას.
„14-18 აგვისტოს, დაახლოებით 250 ფრანგი და ლუქსემბურგელი ჯარისკაცი და NATO-ს საბრძოლო ჯგუფის 65 ტექნიკური აღჭურვილობა რუმინეთში, Deployex-ის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას,“ - აცხადებს უწყება.
NATO-ს საბრძოლო ჯგუფი რუმინეთში 2022 წლის მაისში შეიქმნა. NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ხელს უწყობს რუმინეთის სამხედრო თანამშრომლობის გაზრდას მონაწილე ქვეყნებთან - საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან (როტაციის გზით), ასევე ლუქსემბურგთან. ასევე უზრუნველყოფს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას.