დანიის საჰაერო ძალების მოიერიშეებმა გზა ჩაუჭრეს ორ რუსულ ბომბდამშენს, რომლებიც ნიდერლანდების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. განაცხადა ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებმა ორშაბათს.
მისივე განმარტებოთ, F-16-ები ორშაბათს დილით გამოიყენეს, მაგრამ რუსული ბომბდამშენები მანამდე დააკავეს, ვიდრე NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ და ახლა ისინი უკვე უკან დაბრუნდნენ.
საჰაერო ძალების სპიკერმა განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათად არღვევენ ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეს ან უახლოვდებიან მას.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ორი F-16 ასევე გაგზავნა თავის პასუხუსმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში.